სპორტი
,,ტაომ" ,,ვეფხვები" დაამარცხა
2 ოქტომბერს, პირველი ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ,,ტაოს" გამარჯვებით დასრულდა. თამაში ასპინძის სარაგბო ბაზაზე გაიმართა. პატარძეულის ,,ვეფხვები" ,,ტაომ" 23:16 დაამარცხა. თამაში გარდამტეხი უპირატესობით მიმდინარეობდა.

შემდეგ თამაშში, მასპინძელი ისევ ,,ტაო" იქნება. ამჯერად მესხი მორაგბეები ქუთაისის ,,ბაგრატს დაუპირისპირდებიან.

დღევანდელი შედეგის მიხედვით, ,,ტაო" პირველი ლიგის ათეულში 14 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
| Print |
თეგები: თამაში / რაგბი / ტაო /