სპორტი
ადიგენელმა ძიუდოისტებმა "აფხაზეთის თასის" გათამაშებაზე 11 მედალი მოპოვეს
ადიგენის სპორტსკოლასთან არსებულმა ძიუდოისტების გუნდმა თბილისში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა "აფხაზეთის თასის" გათამაშებაზე 11 მედლის მოპოვება შეძლეს. ძიუდოისტები რეგიონში სამი ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
ოქროს მედალოსნები არიან: ზურა ტაბატაძე, ალინა კაჭკაჭაშვილი და სალომე მერაბიშვილი.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მათე ტაბატაძემ, სალომე ნადირაძემ და სალომე კაჭკაჭაშვილმა, ხოლო

ბრინჯაოს
მედლის მფლოფელები გახდნენ: ლიკა ბალახაშვილი, სოფო გიუნაშვილი, მარიამ გიუნაშვილი, სალომე მერაბიშვილი და ლიზი ბათმანაშვილი.
ჩემპიონატი, რომლის სლოგანი იყო "აფხაზეთი საქართველოა", თბილისში 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობას 660 სპორტსმენი იღებდა.

ფოტო: ნოდარ ანდღულაძე
| Print |