სპორტი
ოქროს წერაყინი და მთამსვლელთა საერთაშორისო ფედერაციის აღიარება
ქართველმა მთამსვლელებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაციამ, ქართველი სპორტსმენების, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის ასვლა 7 300-მეტრიან მწვერვალ სარაგრარზე, საუკეთესო ასვლად დაასახელა.
ქართველ ალპინისტებს, ამ წარმატებისათვის, ნოემბერში, მთამსვლელობის უმაღლესი ჯილდო - ,,ოქროს წერაყინი” გადაეცემათ.
ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე - მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ბაკურიანის გუნდის მაშველები არიან.
| Print |