სპორტი
ახალციხელმა მძლეოსნებმა ჩემპიონატზე 18 საპრიზო ადგილი დაიკავეს
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში "ახალციხის ღია პირველობაზე" ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და უცხოეთიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერტიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 18 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 10 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი გადაინაწილეს.

პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს ახალციხელმა მძლეოსნებმა: მინდია ენდელაძემ, აკოფ შუშანიანმა, სამველ ქოსიანმა, გევორქ სარქისიანმა, მარიამ აღლემაშვილმა, ასია აივაზიანმა, გაიანე უსტიანმა და მარიამ კაპანაძემ.
ამანათრბენში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ახალციხის გუნდმა.

ტურნირი ახალციხის ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა
| Print |