სპორტი
საჭადრაკო ფესტივალი - ,,ახალციხე 2022" დაიწყო
ქალაქ ვალეში მეორე დღეა საჭადრაკო ფესტივალი მიმდინარეობს. ტურნირი 8, 10, 12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება, მასში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონალური ფედერაციების მიერ შერჩეული მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება.

I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;
II-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;


ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაცია, შპს ვალე XXI და ქ. ვალის ჭადრაკის სკოლა.
სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ჩართულობით, კულტურის სახლში სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული აქტივობები, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კულტურის სახლის დარბაზში კონცერტი გაიმართა. 
ჭადრაკის ფესტივალი 28-30 ოქტომბერს, ვალეობის დღესასწაულის ფარგლებში ტარდება.
ფოტოები აღებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდიდან
| Print |