სპორტი
ახალციხეში "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი დაფუძნდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ტაეკვონ-დოს" პირველი კლუბი დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და სპორტსმენი ნინო გონგაძეა.

ნინო ხუთი წლიდან სამხედრო საბრძოლო ხელოვნება ტაეკვონ-დოთია დაკავებული. ის არის "შავი ქამარი მესამე დანის" მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო გლობალ ტაეკვონ-დოს ფედერაციის პარა ტაეკვონ-დოს კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე საერთაშორისო კატეგორიის ინსტრუქტორი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში პირველად ჩატარდა ტაეკვონ-დოს "მსოფლიო თასის" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა 27 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენმა მიიღო. აქედან ქართველი 21 სპორტსმენი ასპარეზობდა, სადაც მათ 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.
| Print |