სპორტი
ახალციხეში უბნებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი დაიწყო
ახალციხეში, მინი ფეხბურთში უბნებს შორის ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი, ცხრა აპრილის და საფეხბურთო აკადემიის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა, გამარჯვება აკადემიის მოთამაშეებმა მოიპოვეს. პირველი თამაში ანგარიშით 4–2 დასრულდა. ტურნირში მონაწილეობას, მხოლოდ, 1999 წლამდე დაბადებული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებს.

ახალციხეში, მინი ფეხბურთში უბნებს შორის ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი, ცხრა აპრილის და საფეხბურთო აკადემიის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა, გამარჯვება აკადემიის მოთამაშეებმა მოიპოვეს. პირველი თამაში ანგარიშით 4–2 დასრულდა.

ტურნირში მონაწილეობას, მხოლოდ, 1999 წლამდე დაბადებული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებს.
ჩემპიონატს ორგანიზებას სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია უწევს. გელა მაისურაძის განმარტებით, მომავალში ტურნირი ქალაქის პირველობაზე ჩატარდება.
ახალციხის უბნებს შორის შეჯიბრი 8 დეკემბერს დაიწყო და 22 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულებს მედლები, თასები, და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ .


| Print |