სპორტი
ვალე ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატს შეუერთდება

ქალაქი ვალე ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატს შეუერთდება. ამის შესახებ სახალხო დღესასწაულ „ვალეობაზე“ ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით იგეგმება ევროპის საჭადრაკო კავშირის ფარგლებში ახალი ჰიბრიდული შეჯიბრება გაიმართება, რომელიც ევროპის ქალაქებს შორის ჩატარდება.

ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი მიიღებს.
,,ველოდებით, რომ 300 ზე მეტი ქალაქი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი გაიმართება მუნიციპალური შენობებიდან ჰიბრიდულ ფორმატში, კამერების მეთვალყურეობის ქვეშ“ - განუცხადა მეცხრე არხს ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

ღია პირველობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ქალებსა და ვეტერანებში გაიმართება.თითოეულ რეგიონს ოთხი გუნდი გამოყვანა შეეძლება.
| Print |