სპორტი
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა
ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას 81 წლის ასაკში მიაღწია - იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა კონკურენტს აჯობა.

ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ დათმო უმაღლესი ტიტული და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
| Print |