სპორტი
რუსეთი და ბელარუსი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებენ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის შემდეგ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს.

სანქციების მიხედვით:

რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება;
ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებებსა და შეკრებებზე აკრძალულია რუსეთისა და ბელარუსის დროშების, ჰიმნების ან ფერების გამოყენება.

Deutsche Welle - ს ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის და ბელარუსის ოლიმპიური ნაკრებები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამასთანავე, რუს და ბელარუს სპორტსმენებს აქვთ უფლება, ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ ან სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ.
| Print |