სპორტი
2023 წლის პირველი გამარჯვება - ტაოს მორაგბეები მორიგი თამაშისთვის ემზადებიან
ქუთაისის, აია არენაზე „ტაო“ და ქუთაისის „ბაგრატი“, 4 თებერვალს, ერთმანეთს დაუპირისპირდა. ანგარიში, „ტაოს“ სასარგებლოდ, 31:24 დასრულდა. წლის პირველი გამარჯვებით „ტაოელებმა“ ჯგუფში მესამე ადგილი გაიმყარეს.

,,2023 წლის პირველი გამარჯვება! ბაგრატი თავისივე მოედანზე დავამარცხეთ და ჯგუფში მესამე ადგილი გავიმყარეთ" - წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

შემდეგი თამაში „ტაოს“ მომდევნო კვირას ექნება. ისინი „არმაზსს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.
| Print |