სპორტი
ახალციხელმა მოსწავლემა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში I ადგილი დაიკავა
საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირში ახალციხელმა საბა პაპაშვილმა  I ადგილი დაიკავა. ნორჩმა მოჭადრაკეებმა დანიის სასკოლო ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საჭადრაკო ონლაინ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირი ქალაქ ნიბორგში, დანიის ეროვნული სკოლის ჭადრაკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც ონლაინ პლატფორმის https://lichess.org - ის საშუალებით მიმდინარეობდა.

სპორტულ ღონისძიებაში „მსოფლიო ახალციხელების ალიანსის“ წევრ ქალაქებში მცხოვრები, 8-დან 15 წლამდე ასაკის 131 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის 20 მოსწავლე იყო ახალციხიდან.
გამარჯვებულს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვროდ თასი გადასცეს.
| Print |