სპორტი
მარიამ თუმანიშვილი საქართველოს ჩემპიონია
ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. თბილისში გამართული საქართველოს ჩემპიონატიდან გუნდი ერთი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ოქროს მედლის მოპოვება მარიამ თუმანიშვილმა 44 კგ. წონით კატეგორიაში შეძლო. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სოფიო გიუნაშვილმა 40 კგ. საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 2006-07 წწ. დაბადებულ სპორტსმენებს შორის დღეს, 12 თებერვალს ჩატარდა. 

ადიგენის სპორტსკოლის ძიუდოისტებმა საუკეთესო შედეგი უკვე არაერთ ჩემპიონატში აჩვენეს. ისინი სოფელ უდის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ, რომელიც ადგილობრივი გელა ობოლაშვილის დახმარებით მოეწყო და აღიჭურვა.

ახალგაზრდების მწვრთნელები თამარ ჩანტლაძე და ვეტერანი ძიუდოისტი და მსოფლიო პრიზიორი ნოდარ ანდღულაძე არიან.

,,თუმანიშვილი მარიამი საქართველოს ჩემპიონია. გილოცავ ჩემო მაგარო გოგო ამ დიდ წარმატებას, წარმატებები დიდ ასპარესზზე.. წინ ევროპა და მსოფლიო გელოდება და აბა შენ იცი. ვულოცავ ოჯახსა და ადიგენის მუნიციპალიტეტს ამ დიდ წარმატებას..

გიუნაშვილ სოფიოს ვულოცავ ბრინჯაოს მედალს. წარმატები და წარმატებებიი"
- წერს ნოდარ ანდღულაძე.

ძიუდოს ფედერაციაში საქართველოს ჩემპიონატი 11 თებერვალს ვაჟებში, ხოლო 12 თებერვალს გოგონათა შორის გაიმართა. ვაჟებს შორის 83 სპორტსმენი მონაწილეობდა. 
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბიჭებო ბრძოლისთვის და ძალიან მაგარი შეხვედრებისთვის. 83 სპორტსმენში რო საქართველოზე 5 და 7 ადგილზე დარჩები, ეს პატარა შედეგი არაა. იმის კვალობაზე, რომ წელიწად ნახაევარია დადიხართ ძიუდოზე. მე დარწმუნებული ვარ, რო დიდი შედეგები გვექნება" - აღნიშნავს ვეტერანი ძიუდოისტი და მსოფლიო პრიზიორი ნოდარ ანდღულაძე.
| Print |