სპორტი
კალათბურთის ჩემპიონატში, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ

ახალციხეში, კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი სასკოლო სპორტული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სექტემბრიდან დაიწყო, 4 მარტს კი რეგიონის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები
გამოვლინდნენ რეგიონის.

კალათბურთის ჩემპიონატში ვაჟთა შორის სამცხე-ჯავახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის, ხოლო გოგონათა შორის ოთხი მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

ვაჟთა შორის პირველ ადგილზე ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო გოგონათა შორის ბორჯომის #1 სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდები ზონალურ თამაშებში იასპარეზებენ.
| Print |