სპორტი
ახალციხის ცენტრალურ პარკში საქართველო-ნორვეგიის მატჩის ჩვენება გაიმართება
დღეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩის ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"ფეხბურთის მოყვარულთა საყურადღებოდ!

დღეს, 28 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ ქალაქის ცენტრალურ პარკში, საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე.

დასაწყისი: 20:00 საათი"
- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
| Print |