სპორტი
ახალციხელი მკლავჭიდელი გაგა გელაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია
ახალციხელი მკლავჭიდელი გაგა გელაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია. 15 აპრილს ქალაქ ალბანეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მონაწილეობას 20 -მდე ქვეყანა იღებდა.

გაგა გელაშვილმა მარჯვენა ხელში, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი, ხოლო მარცხენა - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრზე ასევე გაგას ორი მოსწავლე, ლუკა ბოჩიკაშვილი და სარქის ბარსეგიანი იმყოფებოდა, რომლებიც გამოდიოდნენ 18 წლამდელ ასაკობრივ კატეგორიაში. მათი ასაკის წონები გააუქმეს და ასაკობრივად დიდ კატეგორიაში მოუწიათ გამოსვლა სადაც 29 მონაწილიდან მეცხრე და მეათე ადგილები დაიკავეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
| Print |