სპორტი
ახალციხელი მოკრივე საბა ნებაძე საქართველოს ჩემპიონია
ახალციხელმა მოკრივემ საბა ნებაძემ, 7-12 აპრილს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და მის ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

შეჯიბრში 2009 და 2010 წელს დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ, საბა ნებაძემ კი 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმსახურა.
| Print |