სპორტი
ახალციხეში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა

ახალციხეში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი მიმდინარეობდა პროგრამის პარტნიორ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის.

შეჯიბრში რვა გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვება კი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლამ მოიპოვა.

პროექტის მიზანი, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტურნირები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება რეგიონული ტურნირი.
| Print |