ახალციხელმა მძლეოსნებმა ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავეს
ახალციხელმა მძლეოსნებმა, დედაქალაქში გამართულ ჩემპიონატში, საპრიზო ადგილები დაიკავეს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ზაფხულის ეროვნული ჩემპიონატზე ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელი გახდნენ: გიგლა ზილბერშტეინი 1500მ რბენაში და გაიანე უსტიანი გოგონათა შორის.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ასია აივაზიანმა 400მ და 800მ რბენებში, გიგლა ზილბერშტეინმა 3000მ და 5000მ რბენაში და ასია ჩარუხჩიანმა 3000მ რბენაში.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები კიგახდნენ: ანი კიურკჩიანი 800მ რბენაში და გევორქ სარქისიანი 800მ რბენაში.