სპორტი
ახალციხელმა მარიამ მიგრიაულმა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე გაიმარჯვა
ახალციხელი მარიამ მიგრიაული ბათუმის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ახალგაზრდა მოჭადრაკემ, 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა და ,,მერიის თასი 2023-ის " მფლობელი გახდა.

ტურნირში, სხვადასხვა კატეგორიაში 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
| Print |