სპორტი
საქართველომ საბერძნეთს მოუგო
ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.

საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა. მატჩის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი გადაწყვიტა პენალტების სერიამ, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.

მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება გულშემტკივრებს ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში ცენტრალურ პრკში შეეძლოთ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
| Print |