სპორტი
საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. გადაწყვეტილება მინდა გაგაცნოთ, ისინი არიან გმირები და ღირსეული ხალხი. შალვა პაპუაშვილთან ერთად, გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული, მათ შორის ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.

საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
| Print |