სპორტი
ადიგენელი ბექა შაინიძე ევროპის ჩემპიონია
სერბეთში, საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ წარმატებით იასპარეზა.

შაინიძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა. ფინალურ ბრძოლაში მან იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა. 18-წლამდელებში კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლი ნიკოლოზ პაპაშვილმა და გიორგი პირველმა, ბრინჯაო კი გიორგი დიდებულიძემ, დავით ნინიშვილმა, იოანე დიქოშვილმა, ოთარ ბერიძემ და დავით მგალობლიშვილმა მოუტანეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იასპარეზეს.

,,ისტორიაში პირველად ქართველი სპორტსმენი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონია. სერბეთი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა. ფინალურ ბრძოლაში ბექა შაინიძემ იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა" - წერს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
| Print |