„სკოლბურთი 2014“ – ის გამარჯვებული ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდი გახდა
16:00 / 29.04.2014
„სკოლბურთი 2014“ – ის გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მეხუთე
საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ფინალში იგი პირველი სკოლის გუნდს
დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო მინიფეხბურთში ანგარიშით 3:3
დასრულდა. პენალტების სერიით კი გამარჯვება მეხუთე საჯარო სკოლის
გუნდს ერგო. ახალციხეში სკოლებს შორის მინიფეხბურთში შესარჩევი ტური
25 აპრილს დაიწყო. მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 გუნდი იყო
ჩართული. მეხუთე სკოლის გუნდი მომდევნო ეტაპზე სამცხე–ჯავახეთის
პირველობისთვის იბრძოლებს. რეგიონის გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე
მონაწილეობას რესპუბლიკურ ტურნირში მიიღებს.
„სკოლბურთი 2014“ – ის გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში
მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ფინალში იგი პირველი სკოლის გუნდს