ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის მკვიდრი 25 წლის არტაშეს ელბაქიანი
გინესის რეკორდის დამყარებას ეცდება. ახალგაზრდა სპორტსმენი გეგმავს,
რომ რეკორდი ჰორიზონტალურ ძელზე ტრიალში მოხსნას. მისი თქმით, გინესის
რეკორდი 215 ბრუნია, ხოლო თვითონ 300 ბრუნის გაკეთებას აპირებს.
არტაშეს ელბაქიანი რეკორდის დამყარებას ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში
30 დეკემბერს 15:00 საათზე შეეცდება.