ახალციხელმა ანზორ დარბაიძემ „Open Tbilisi”–ს ჩემპიონატზე გაიმარჯვა
16:51 / 12.01.2017
ახალციხელმა კარატისტმა თბილისის ღია ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
ანზორ დარბაიძემ –75 წონით კატეგორიაში კარატეს ოლიმპიურ სახეობაში
(VKF) პირველი ადგილი დაიკავა. "Open Tbilisi” 2016 წლის 30
დეკემბერს ჩატარდა. ახალციხელმა სპორტსმენმა მონაწილეობა სამ ბრძოლაში
მიიღო და ქულათა რაოდენობით გამარჯვებაც მოიპოვა. თბილისის ღია ჩემპიონატზე ქართველი
სპორტსმენების გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთიდან წარმოდგენილი
კარატისტებიც მონაწილეობდნენ. ანზორ დარბაიძის ინსტრუქტორის თქმით,
მომავალ ჩემპიონატებში ჩასართავად მნიშვნელოვანია, რომ მან"Open Tbilisi”-ზე მიღწეული შედეგი
გაიმეოროს.
2016 წელი წარმატებული იყო მამუკა ზუმბაძისთვისაც. 31 დეკემბერს კლუბ
"საფარის" პრეზიდენტი საქართველოს კარატე–დოს შიტოკაი ასოციაციისგან
დაჯილდოვდა. 2016 წლის წარმატებული სპორტსმენის ტიტული მიიღო ანზორ
დარბაიძემაც.
ახალციხეში კარატისტთა ჯგუფი მამუკა ზუმბაძის ხელმძღვანელობით, 23
წელია ფუნქციონირებს. ოთხი წლის წინ მან კლუბი "საფარა" ჩამოაყალიბა,
სადაც კარატისტების თაობების გაწვრთნა გააგრძელა.