სპორტი
აწყურელი გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
აწყურელი გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ახალციხის კლუბის "მე–13 LEGION"–ის სპორტსმენმა, უკრაინის თასის მოსაპოვებლად ორი ბრძოლა მოიგო და პირველი ადგილიც დაიკავა.

საერთაშორისო ჩემპიონატი სახეობაში MMA -ბრძოლა წესების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა სპორტსმენებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს. 21 წლის გიორგი აკოშვილი ერთადერთი სპორტსმენი იყო, რომელმაც საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველო წარადგინა. იგი ტურნირზე საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა.

2017 წელს, "მე–13 LEGION"–ის ეს რიგით მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა. 6 იანვარს, ჩინეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ამირან გოგოლაძე, რომელმაც მეტოქე მე-40 წამზე ნოკაუტით დაამარცხა.
| Print |