სპორტი
ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინაში საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ახალციხელი გიორგი აკოშვილი უკრაინაში გამართულ ტურნირზე საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. ქართველი სპორტსმენისთვის ამ ტიტულის მინიჭება სამმა მსაჯმა გადაწყვიტა.

დასავლეთ უკრაინის ტურნირი MMA–ში ქალაქ დნეპრო პეტროვსკში ჩატარდა. "მე–13 LEGION"-ის სპორტსმენმა საქართველო წარადგინა. გიორგი აკოშვილმა სამი ბრძოლიდან ორი დროზე ადრე მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

წელს ახალციხელი სპორტსმენის ეს რიგით მეორე წარმატებაა. პირველად გიორგი აკოშვილმა მონაწილეობა უკრაინის თასისისთვის გამართულ ტურნირში მიიღო და მისი მფლობელიც გახდა.

სპორტსმენი უკრაინაში საკუთარი ხარჯებით გაემგზავრა.
| Print |