ახალციხელი სპორტსმენები ყირგიზეთის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
17:06 / 22.03.2017
ქართველი სპორტსმენები ყირგიზეთის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ. საქართველოს ნაკრები 10 მებრძოლითაა წარდგენილი.
მათ შორის ორი – ამირან გოგოლაძე და იოსებ ტაბეშაძე ახალციხის კლუბის “მე–13 LEGION"– ის წევრები არიან. სპორტსმენებს ყირგიზელ მეტოქეებთან ბრძოლა წესების გარეშე მოუწევთ.
77 წონით კატეგორიაში იასპარეზებს ახალციხელი იოსებ ტაბეშაძე. “მე–13 LEGION”–ის სპორტსმენი ამბობს, რომ ყირგიზელი მეტოქის დამარცხება, რომელსაც წაგებული ბრძოლა არ აქვს, რთული იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსები ორივესთვის თანაბარია.
ამირან გოგოლაძის ბრძოლა ასევე, 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონატის ბოლო ნაწილში გაიმართება. მისი მეტოქეც დაუმარცხებელი მებრძოლის ტიტულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ამირან გოგლაძემ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ უნდა დაზოგოს. როგორც “მე–13 LEGION”-ში განმარტავენ, ეს ჩემპიონატის მთავარი ბრძოლაა.
ამირან გოგოლაძის პირველი გასვლითი ბრძოლა ჩინეთში წარმატებით დასრულდა. ტრამვირებულმა სპორტსმენმა მეტოქე, ცალი ხელით, პირველივე რაუნდის მე–40 წამზე დაამარცხა და ჩემპიონატის საუკეთესო მებრძოლის ტიტულიც მოიპოვა.