ახალციხემ, ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს პირველობაზე ჩემპიონატს უმასპინძლა
14:07 / 26.03.2017
ახალციხის სასპორტო სკოლაში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა.
მასში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონის 200– მდე სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატი 46–დან 81 წონით კატეგორიაში ჩატარდა. გამარჯვების მოსაპოვებლად 2000–დან 2003 წლამდე დაბადებული ვაჟები იბრძოდნენ.
ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და ახალციხის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებას ახალციხემ 25 და 26 მარტს უმასპინძლა.
გამარჯვებულებს ჭიდაობის ფედერაციისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.