სპორტი
სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ბოლო თამაშს გამართავს
ასპინძაში, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ბოლო თამაშს გამართავს. "ტაო" ზუგდიდის გუნდს შეხვდება.

თამაში ასპინძაში, რაგბის სტადიონზე 8 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

მესხეთის "ტაო" საქართველოს მასშტაბით, მესამე ადგილისთვის იბრძვის.

საქართველოს პირველობაზე მატჩები, მეორე ლიგის გათამაშებაში 2016 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო.  "ტაომ" პირველი თამაში "წყალტუბოს" წინააღმდეგ გამართა, სადაც მესხეთის სარაგბო გუნდმა ანგარიშით 17:15 გაიმარჯვა.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი " ტაო" 2016 წლის მაისის თვეში დაფუძნდა. იგი საქართველოში პირველი სარაგბო გუნდია, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.


| Print |
თეგები: ტაო / რაგბი /