სპორტი
ახალციხელმა კარატისტებმა ბორჯომის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
შოტოკან კარატე დოს ახალციხის კლუბმა "ტაომ" ბორჯომში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.  14 სპორტსმენიდან საპრიზო ადგილი 14–ვე მათგანმა მოიპოვა. აქედან ოთხი კარატისტი ოქროს მედალოსანი გახდა.

როლანდ მუმლაძის სახელობის ჩემპიონატში სპორტსმენები საქართველოს ყველა კუთხიდან მონაწილეობდნენ. ტურნირში, სხვადასხვა წონითი და ასაკობრივი კატეგორიით დაახლოებით 600 კარატისტი ჩაერთო

ღია ტურნირი ბორჯომში 1 და 2 აპრილს ჩატარდა.

| Print |