სპორტი
სარაგბო კლუბმა "ტაომ" სეზონი მეოთხე ადგილით დაამთავრა
საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, სარაგბო კლუბი "ტაო" მეოთხე ადგილზე გავიდა. სეზონის ბოლო თამაში მესხმა სპორტსმენებმა ოზურგეთის "არწივებთან," ასპინძის რაგბის ბაზაზე გამართეს.

პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით წარიმართა. "ტაოს" ტრავმების გამო, რამდენიმე ძლიერი მოთამაშე აკლდა. "არწივების" გამოცდილება და ტექნიკური უპირატესობა, საბოლოო შედეგზეც აისახა. პირველი ტაიმი 14:6 - სტუმრების ორი ლელოთი და მასპინძლების ორი ჯარიმით დამთავრდა.

| Print |
თეგები: ტაო / რაგბი /