"ფეხბურთის აკადემია მესხეთმა" პირველი საშინაო მატჩი გამართა
16:13 / 13.04.2017
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, "ფეხბურთის აკადემია მესხეთმა" პირველი საშინაო მატჩი გამართა.
ადგილობრივმა სპორტსმენებმა "საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდს, საქართველოს პირველობის რეგიონული ლიგის "გ" ჯგუფის მე–4 ტურის შეხვედრაში უმასპინძლეს. მატჩი ფრედ – 1:1 დამთავრდა, რითაც გუნდებმა საკუთარ ანგარიშზე თითო ქულა ჩაიწერეს.
გოლები პირველ ტაიმში გავიდა. საჯარიმო დარტყმების შესრულება ორივე გუნდს მოუწია. სტუმრებმაც და მასპინძლებმაც მოწინააღმდეგის კარში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა ორივე გუნდის კარი გოლს არაერთხელ გადაურჩა.
"ფეხბურთის აკადემია მესხეთი" და "საქართველოს უნივერსიტეტი" რეიტინგში ბოლო ადგილებს ინაწილებენ.