სპორტი
ახალციხის საკრებულომ სპორტსკოლისა და მძლეოსნობის კლუბის ანგარიში მოისმინა
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გათბობისა და რემონტის გარეშე დარჩენილი სავარჯიშო დარბაზი, სტადიონი რეაბილიტაციის მოლოდინში და საშხაპეების გარეშე დარჩენილი სპორტსმენები – ახალციხის სასპორტო სკოლისა და მძლეოსნობის კლუბის პრობლემებზე, ხელმძღვანელებმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.

ა(ა)იპ–ების დირექტორები დეპუტატების წინაშე, ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგნენ.

გრიგორ ტაბატაძემ კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა. სკოლაში ახალგაზრდებს სპორტის ცხრა სახეობაში ავარჯიშებენ. თუმცა შენობა გასარემონტებელია. იმის გამო, რომ დარბაზი ვერ თბება, ზამთარში მოსწავლეების რაოდენობა მცირდება.

შედარებით ნაკლები ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს მძლეოსნობის კლუბს. ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, მათი მთავარი საკთხი, მოუწესრიგებელი სტადიონია.

| Print |