სპორტი
მამუკა ზუმბაძე კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ დააჯილდოვა
შიტოკაი კარატე დოს ახალციხის კლუბის პრეზიდენტს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციამ მეხუთე დანი მიანიჭა. შესაბამისი სერტიფიკატი მამუკა ზუმბაძეს ასციაციის პრეზიდენტმა გადასცა. როგორც ჯამბულ კოდუამ განმარტა, ტიტული მან რეგიონში წარმატებული სპორტსმენების აღზრდისათვის დაიმსახურა.

მეხუთე დანი კარატეში მაღალი ხარისხის ტიტულია, რომელიც ინსტრუქტორებს გარკვეული მიღწევებისა და დამსახურებების შედეგად ენიჭებათ.

დღესვე კლუბის 12–მა სპორტსმენმა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. მათი შესაძლებლობები შიტოკაი კარატე დოს ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

| Print |