სპორტი
საგანმანათლებლო–სპორტული ცენტრი ადიგნელი ახალგზარდებისთვის
ადიგენში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას, დღეიდან კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრით სარგებლობა შეუძლია. ახალგაზრდებს, თავისუფალ ჭიდაობაში მინდია შაინიძე მოამზადებს, ინგლისურ ენას კი აშშ–დან ჩამოსული მოხალისეები შეასწავლიან. ცენტრში კომპიუტერულ პროგრამებსა და ზოგად უნარებში მომზადებაც უფასოდაა შესაძლებელი.

მინდია შაინიძე წლებია ადიგენელ ახალგზარდებს თავისუფალ ჭიდაობაში უფასოდ, საკუთარ სახლში ავარჯიშებს, ამჟამად მასთან 60 მოზარდი დადის. მწვრთნელის თქმით, ცენტრი 100 ბავშვის მომზადებას შეძლებს.

| Print |