მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, მესხმა სპორტსმენებმა თბილისის "ვოიაჟს" უმასპინძლეს.
"ფეხბურთის აკადემია მესხეთმა" საქართველოს პირველობის რეგიონული ლიგის გ ჯგუფის მე–9 ტურის შეხვედრა გამართა.
პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით დაიწყო და 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებს გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ, თუმცა ფეხბურთელების ტრავმები თამაშზე აისახა და საბოლოო ანგარიში 4:1 სტუმრების სასარგებლოდ დაფიქსირდა. ამ შედეგით "ვოიაჟმა" სამი ქულა მიიღო.
მესხი ფეხბურთელები შემდეგ თამაშს 23 მაისს, ახალქალაქის "აბულთან" გამართავენ, სადაც "ფეხბურთის აკადემია მესხეთის" სპორტსმენები, გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.
ჩემპიონატი საქართველოს პირველობაში, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.