სპორტი
ადიგენელმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ადიგენელმა რომეო ბერიძემ, 47 კგ. წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა. 15 წლის მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მან საპრიზო ადგილის დაკავება, უკრაინის წარმომადგენლის დამარცხებით მოახერხა.

რომეო ბერიძეს ოთხი წელია, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მინდია შაინიძე ავარჯიშებს.

ქართველი სპორტსმენის ასპარეზობის ვიდეომასალას, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

| Print |