სპორტი
ახალციხელი კარატისტები საქართველოს ნაკრებში
სამცხე–ჯავახეთის კლუბ "მესხეთი–"ს ოთხი სპორტსმენი კარატე დოს საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხა. ნაკრებისთვის 14 წლის ზევით ასაკის კარატისტები საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება გორის ღია ტურნირზე მოხდა. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მხოლოდ წარმატებულ სპორტსმენებს შეეძლოთ.

ტურნირში კლუბ "მესხეთი"–ს 12 კარატისტი ჩაერთო. 10 მათგანი ახალციხეში საპრიზო ადგილებითა და მედლებით დაბრუნდა.

გორის ღია ტურნირი 14 მაისს გაიმართა.

| Print |