სპორტი
რომეო ბერიძე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ადიგენელი მოჭიდავე რომეო ბერიძე, ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 15 წლის სპორტსმენს პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა. იგი 47 კგ. წონით კატეგორიაში, რუსეთის წარმომადგენელთან, ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა.

2002–2004–წლიან მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი სერბეთში გაიმართა და მასში 22 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა. საქართელომ ჩემპიონატზე 20 მოჭიდავით იასპარეზა და გუნდურ მე–4 ადგილზე გავიდა.

რომეო ბერიძეს ოთხი წელია, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში მინდია შაინიძე ავარჯიშებს. პირადი მწვრთნელი სპორტსმენს ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელიც დაახლოებით ორ თვეში გაიმართება.

ადიგენელმა მოჭიდავემ აღნიშნული საგზური, ევროპის ჩემპიონატში მიღებული შედეგით მოიპოვა.

| Print |