სპორტი
ახალციხეში სპორტულმა ღონისძიებებმა სტარტი ველოტურით აიღო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში სპორტულმა ღონისძიებებმა სტარტი ველოტურით აიღო. ახალგაზრდებმა დროშებით შოთა რუსთაველის ძეგლიდან რაბათამდე მანძილი გაიარეს. საჩვენებელი ტური მოაწყეს ადგილობრივმა ბაიკერებმაც.

ახალციხის ციხეზე უკვე დაიწყო შეჯიბრი ჭიდაობასა და ჭადრაკში. მოგვიანებით დაიწყება მკლავჭიდსა და ნარდში.

ჭიდაობაში, ხუთ წონით კატეკორიაში გამარჯვებულები პირველი და მეორე ადგილების მიხედვით გამოვლინდებიან. ჭადრაკში სამი კატეგორიის გამარჯვებულები შეირჩევა, ნარდში ერთი კატეგორიის პირველი და მეორე ადგილები გამოვლინდება, ხოლო მკლავჭიდში – ორი კატეგორიის გამარჯვებულები, 75 წონით კატეგორიაში და მის ზევით.

სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები შესაბამის ჯილდოებს ახალციხის მერიისგან მიიღებენ.

პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებებიც.
| Print |