საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ახალციხეში ველოტურით დაიწყო.
20 ახალგაზრდა ქალაქის ცენტრში შეიკრიბა და ველორბოლა ახალციხის მასშტაბით მოაწყო. მასში მოყვარული სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
ველომრბოლელებს ახალციხის ციხეზე, ადგილობრივი ბაიკერებიც შეუერთდნენ. 30–მდე მოტომრბოლელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მსვლელობით აღნიშნა.
ჭადრაკი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, 40–მდე მოჭიდავემ ექვს ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა. მსურველებმა ძალა ნარდშიც მოსინჯეს. სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისთვის შეჯიბრება, მკლავჭიდშიც გაიმართა.