სპორტი
მესხი კარატისტები ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
საქართველოს კარატე–დო შიტო–რიუს მე–17 ღია ჩემპიონატზე, მესხმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ახალციხიდან მონაწილე 25 კარატისტიდან, საპრიზო ადგილით 14 მათგანი დაბრუნდა. სპორტსმენებმა ორი პირველი, ორი მეორე და ათი მესამე ადგილი დაიკავეს. ოქროს მედლები ანზორ დარბაიძემ და ლუკა გასანოვმა მოიპოვეს.

ახალციხის სახელით მოასპარეზე კარატისტებს შორის, რამდენიმე მათგანი ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობდა. მათ შორის იყო ერთი გოგოც.

შეხვედრიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდა ადიგენიდან მონაწილე რვავე სპორტსმენი.

ჩემპიონატი ტრადიციულად, ბოლნისში 2017 წლის 17 ივნისს – კარატის მსოფლიო დღეს ჩატარდა. მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა გუნდი იღებდა.

შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს კარატე–დო შიტო–კაის ასოციაციაა.

| Print |