ახალციხეში ,,საქართველოს პენსიონერთა კავშირის ინიციატივით" ჭადრაკის რეგიონული ტურნირი გაიმართა.
პენსიონერებმა ჩემპიონატში მონაწილეობა ბორჯომიდან, ადიგენიდან და ახალქალაქიდან მიიღეს.
ტურნირში გამარჯვებული 9 სექტემბერს გამოვლინდება, გამარჯვებულს ქალაქის მერია დააჯილდოვებს.
ორგანიზატორების თქმით, ფინანსების მოძიების შემთხვევაში ჩემპიონატი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.