სპორტი
მესხი კარატისტები ბოლნისში გაემგზავრებიან
მესხი კარატისტები 29 ოქტომბერს, ქალაქ ბოლნისში, საქართველოს ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრებიან.


ტურნირში შვიდივე წონითი კატეგორიის კარატისტები მონაწილეობენ. შიტოკაი კარატის ეგიდით ეს ჩემპიონატი საქართველოში მეექვსედ ტარდება.

მამუკა ზუმბაძე იმედოვნებს, რომ 20 ახალციხელი კარატისტიდან საპრიზო ადგილს 10 მათგანი მაინც დაიკავებს.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 200–მდე კარატისტი მონაწილეობს.

| Print |
თეგები: კარატე /