სპორტი
"ტაო" 5 ნოემბერს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
რაგბის კლუბი „ტაო“ 5 ნოემბერს, რეგიონალლიგის ფარგლებში, ჭიათურაში გაემგზავრება.


მესხი მორაგბეები ჭიათურის გუნდს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად დაუპირისპირდებიან.

როგორც მწვრთნელი და მოთამაშეები ამბობენ, ეს თამაში განსაკუთრებულად დაძაბული იქნება.

მორაგბეები იმედოვნებენ, რომ ჭიათურიდან გამარჯვებით დაბრუნდებიან.

კლუბმა „ტაომ“ ჭიათურის გუნდი საკუთარ მოედანზე, ცხრა სექტემბერს, ანგარიშით 22–21 დაამარცხა.

| Print |