კლუბი „მესხი მებრძოლების“ კარატისტები საქართველოს ღია ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ.
შეხვედრა 5 ნოემბერს გორში, სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან, 670–მდე კარატისტმა მიიღო მონაწილეობა.
„მესხი მებრძოლებიდან“ ტურნირში 13–მა სპორტსმენმა იასპარეზა და ცამეტივემ საპრიზო ადგილი დაიკავა.