სპორტი
"13LEGION"-ის წევრები საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ
თბილისში, შერეულ ორთაბრძოლებში (MMA)-ში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბის "13 LEGION"-ის ოთხი ახალციხელი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

აქედან სამმა – ჰამლეტ მარკოსიანმა, საბა დარბაიძემ და მერუჟან პალიანმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო გევო გრიგორიანი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.


,,ძალიან ბედნიერები ვართ, ექვსი ბრძოლიდან სამი ნოკაუტით მოვიგეთ. ჰამლეტ მარკოსიანმა და საბა დარბაიძემ მოწინააღმდეგეები ნოკაუტით 20 წამში დაამარცხეს. ძალიან ვამაყობ გევო გრიგორიანითა და მერუჟან პალიანით, რადგან მათ ასაკით დიდ მონაწილეებთან მოუწიათ ბრძოლა.

მერუჟან პალიანმა გაიმარჯვა ქულებით დაძაბული ბრძოლის შედეგად, ხოლო გევო გრიგორიანმა ერთი ქულით დათმო ფინალური შეხვედრა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. აცხადებს კლუბ "13LEGION"-ის პრეზიდენტი მიშა მესხი.



| Print |
თეგები: სპორტი / 13 LEGION /