სპორტი
მესხი კარატისტები ოთხი საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ
კლუბ „საფარის“ მორიგი წარმატება - თბილისში, ,,ვეკაეფის“ წესებით ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე შვიდი კარატისტიდან ოთხმა საპრიზო ადგილი დაიკავა.


პირველი ადგილი ნიკა მანველიშვილმა და ოთარ გიგოლაშვილმა, ხოლო მეორე ადგილი სოსო აღლემაშვილმა და თორნიკე ინასარიძემ დაიაკავეს.

ტურნირში 100-ზე მეტი კარატისტი მონაწილეობდა.

ტურნირიდან დაბრუნებული კლუბის წევრები საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ემზადებიან, რომელიც მომავალ კვირას ჩატარდება.

დეკემბრის თვეში, კი მოსწავლეებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მეორე გამოცდის ჩაბარება კიდევ მოუწევთ.

| Print |